შოკოლადის შემოსვლა ევროპაში

ქრისტეფორე კოლუმბი პირველი ევროპელი იყო, ვინც შოკოლადი გასინჯა. ეს მოხდა 1502 წელს, როცა გაიანას კუნძულის წარმომადგენლები კაკაოს მარცვლების ნაყენით გაუმასპინძლდნენ საპატიო სტუმარს. ცნობილია , რომ კოლუმბმა მეოთხე ექსპედიციის შემდეგ მეფე ფერდინანდს ჩამოუტანა კაკაოს მარცვლები, მაგრამ მაშინ მას არავინ მიაქცია ყურადგება, რადგან ბერი სხვა საგანძურიც იყო ჩამოტანილი.
20 წლის შემდეგ ერნან კორტესმა დაიპყრო მექსიკა და მანაც გასინჯა "კსოკოლატი". როცა კორტესმა 1519 წელს პირველად შეაბიჯა აცტეკების მიწაზე, იგი ღმერთად მიიჩნიეს და ოქროს თასით ქაფქაფა მომწარო გემოს სასმელი მიართვეს. ეს იყო კაკაოს მარცვლების ათქვეფილი ნახარში, რომელიც შეკაზმული იყო თაფლით, წიწაკით და სანელებლებით. ეს იყო პირველი შოკოლადი, რომელსაც ნელ-ნელა მიეჩვივნენ ესპანელი კონკისკადორები. ამ სასმელში მათ წიწაკა შეცვალეს ვანილით და არომატის გასაძლიერებლად დაუმატეს მუსკატის კაკალი და შაქარი.
კორტესის ინდიელებისადმი სასტიკმა დამოკიდებულებამ ესპანეთის მეფის კარამდეც მიაღწია. მეფისგან საყვედური რომ არ მიეღო, 1526 წელს მან კაკაოს საუკეთესო მარცვლებით სავსე ყუთები მიიტანა სასახლეში. შოკოლადმა უშველა მას, ეგზოტიკური არომატი კეთილგამწყობით მიიღეს ესპანეთის სასახლეში.
მალე შოკოლადი ესპანელი არისტოკრატების დილის სასმელად იქცა, განსაკუთრებით კი სეფაქალებს. შოკოლადმა დაჩრდილა იმ დროს პოპულარული ჩაი და ყავაც, მაგრამ ის ისეთი ძვირი იყო, რომ მხოლოდ მდიდარ არისტოკრატებს მიუწვდებოდათ მასზე ხელი.
შემდეგი 100 წლის განმავლობაში "კსოკოლატი" ესპანეთიდან ინაცვლებს ევროპაში და ხდება ყველაზე ძვირადღირებული საქონელი. გერმანელი იმპერატორი კარლ V ცდილობს კაკაოს გაყიდვაზე მონოპოლია დაამყაროს, მაგრამ უკვე XVII საუკუნის დასაწყისში კონდრაბანდისტებმა დაიწყეს კაკაოთი ჰოლანდიური ბაზრების მომარაგება, და 1606 წელს ფლადრიისა და ჰოლანდიის გავლით კაკაო ჩადის იტალიაში. 9 წლის შემდეგ ესპანელი მეფის ფილიპე III-ის ქალიშვილმა ანა ავსტრიელმა პარიზში ჩაიტანა კაკაოს პირველი ყუთი.
1650 წელს შოკოლადის უკვე ინგლისელები მიირთმევდნენ. 1657 წელს ლონდონში იხსნება პირველი "შოკოლადის სახლი". ეს სასმელი უკვე კულტურის ნაწილი ხდება. ის გარკვეულ დროსაც განსაზღვრავს: გამოთქმა "მობრძანდით შოკოლადზე" ნიშნავდა " გელოდებით საღამოს 8 საათზე’.

0 comments:

Отправить комментарий