მთავარი გვერდი

შოკოლადის მომზადების წესი

ქარხანაში მიტანისთანავე კაკაოს მარცვლებს ახარისხებენ და ფქვავენ. მუქი ყავისფერი მარცვლებისაგან მიიღება შოკოლადი. ფხვნილის ხელახალი გადამუშავებით მიიღება ე.წ სრესილი კაკაო, რომელსაც მაგალი წნევის ქვეშ ათავსებენ და იღებენ კააკოს ზეთს. დარჩენილი მასისაგან კი კაკაოს ფხვნილს ამზადებენ. სრესილ მასაზე კაკაოს ზეთის დამატებით მიიღებე უბრალო, მაგრამ გემრიელი საჭმელი შოკოლადი.
შოკოლადი ძალიან გემრიელი და კალორიულია (100გ_550კკლ). უცვლელად ინახება. მასში არის სტიმულატორები, თეობრომინი და კოფეინი (1-1,54%). მიკროელემენტები Na, K, Mp, P, Fe და ვიტამინები B1, B2, PP. დადგენილია, რომ შოკოლადი არომატი ფსიქიკაზე დადაებითად მოქმედებს, ხსნის გაღიზიანებას, ამშვიდებს ადამიანს და უბრუნებს სულიერ წონასწორობას.

შოკოლადის წარმოება

1763 წელს ლუდის მწარმოებლები იმდენად შეშფოთდნენ შოკოლადის მზარდი პოპულარობით, რომ სასწრაფოდ მისი წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. ცხელი შოკოლადი, სრულიად განსხვავებული გემოს მიუხედავად, დიდ კონკურენციას უწევდა ლუდს. შოკოლადის ფერის გასამძაფრებლად ინგლისელებმა გამომწვარი თიხაც კი გამოიყენეს. ამ სასმელის გემო იხვეწებოდა, რაც მის პოპულარობაზეც მოქმედებდა. ამასობაში ევროპაში მრეწველობა უფრო დაიხვეწა, რის შედეგადაც კაკაოს მარცვლებს ხელით აღარ ამუშავებდნენ. მას სპეციალური მანქანით ფქვავდნენ, დროც მეტი რჩებოდათ და გაცილებით მეტ შოკოლადის სასმელს აწარმოებდნენ.
1828 წელს შოკოლადის წარმოებში სერიოზული ცვლილებები მოხდა. ჰოლანდიელმა ქიმიკოსმა კონარდ ჰაუტენმა კაკოს ცხიმის მიღების წესი აღმოაჩინა. დაფქვილ კაოკოსა და ცხიმის ნახევარზე შაქრის დამატებით, შესაძლებელი გახდა მყარი შოკოლადის მიღებაც. მე-19 საუკუნის ბოლოს შვეიცარიელებმა კიდევ უფრო გააუმჯობესეს შოკოლადის გემო. კაკოს მუქი, ბლანტი მასის შემდგომი დამუშავებით ისეთი რბილი შოკოლადი მიიღეს, რომელიც პირში ჩადებისთანავე დნება. ბევრმა ჭკვიანმა ადამიანმა, რომელთა სახელბიც შოკოლადის კოლოფებიდანაც გვეცნობა - "ნესტლემ, ლინდიმ, პეტერმა და სხვებმა კიდევ უფრო დახვეწეს შოკოლადის წარმოება და მათი პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით იყიდება.

შოკოლადის შემოსვლა ევროპაში

ქრისტეფორე კოლუმბი პირველი ევროპელი იყო, ვინც შოკოლადი გასინჯა. ეს მოხდა 1502 წელს, როცა გაიანას კუნძულის წარმომადგენლები კაკაოს მარცვლების ნაყენით გაუმასპინძლდნენ საპატიო სტუმარს. ცნობილია , რომ კოლუმბმა მეოთხე ექსპედიციის შემდეგ მეფე ფერდინანდს ჩამოუტანა კაკაოს მარცვლები, მაგრამ მაშინ მას არავინ მიაქცია ყურადგება, რადგან ბერი სხვა საგანძურიც იყო ჩამოტანილი.
20 წლის შემდეგ ერნან კორტესმა დაიპყრო მექსიკა და მანაც გასინჯა "კსოკოლატი". როცა კორტესმა 1519 წელს პირველად შეაბიჯა აცტეკების მიწაზე, იგი ღმერთად მიიჩნიეს და ოქროს თასით ქაფქაფა მომწარო გემოს სასმელი მიართვეს. ეს იყო კაკაოს მარცვლების ათქვეფილი ნახარში, რომელიც შეკაზმული იყო თაფლით, წიწაკით და სანელებლებით. ეს იყო პირველი შოკოლადი, რომელსაც ნელ-ნელა მიეჩვივნენ ესპანელი კონკისკადორები. ამ სასმელში მათ წიწაკა შეცვალეს ვანილით და არომატის გასაძლიერებლად დაუმატეს მუსკატის კაკალი და შაქარი.
კორტესის ინდიელებისადმი სასტიკმა დამოკიდებულებამ ესპანეთის მეფის კარამდეც მიაღწია. მეფისგან საყვედური რომ არ მიეღო, 1526 წელს მან კაკაოს საუკეთესო მარცვლებით სავსე ყუთები მიიტანა სასახლეში. შოკოლადმა უშველა მას, ეგზოტიკური არომატი კეთილგამწყობით მიიღეს ესპანეთის სასახლეში.
მალე შოკოლადი ესპანელი არისტოკრატების დილის სასმელად იქცა, განსაკუთრებით კი სეფაქალებს. შოკოლადმა დაჩრდილა იმ დროს პოპულარული ჩაი და ყავაც, მაგრამ ის ისეთი ძვირი იყო, რომ მხოლოდ მდიდარ არისტოკრატებს მიუწვდებოდათ მასზე ხელი.
შემდეგი 100 წლის განმავლობაში "კსოკოლატი" ესპანეთიდან ინაცვლებს ევროპაში და ხდება ყველაზე ძვირადღირებული საქონელი. გერმანელი იმპერატორი კარლ V ცდილობს კაკაოს გაყიდვაზე მონოპოლია დაამყაროს, მაგრამ უკვე XVII საუკუნის დასაწყისში კონდრაბანდისტებმა დაიწყეს კაკაოთი ჰოლანდიური ბაზრების მომარაგება, და 1606 წელს ფლადრიისა და ჰოლანდიის გავლით კაკაო ჩადის იტალიაში. 9 წლის შემდეგ ესპანელი მეფის ფილიპე III-ის ქალიშვილმა ანა ავსტრიელმა პარიზში ჩაიტანა კაკაოს პირველი ყუთი.
1650 წელს შოკოლადის უკვე ინგლისელები მიირთმევდნენ. 1657 წელს ლონდონში იხსნება პირველი "შოკოლადის სახლი". ეს სასმელი უკვე კულტურის ნაწილი ხდება. ის გარკვეულ დროსაც განსაზღვრავს: გამოთქმა "მობრძანდით შოკოლადზე" ნიშნავდა " გელოდებით საღამოს 8 საათზე’.

"შოკოლადის ხე"

ბოტანიკაში შოკოლადის ხეს შეარქვეს "კაკაოს ტეოდრომა", რაც "ღმერთების სასმელს" ნიშნავს.
კაკაოს ხე იზრდება მხოლოდ თბილ და ტენიან კლიმატურ პირობებში, ტროპიკული ტყეების შუაგულში, - ძირითადად ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, აფრიკასა და აზიის რამოდენიმე კუნძულზე.


მცენარის სიმაღლე 10-15 მეტრია. წელიწადში 2 მოსავალს იძლევა - ძირითადი მოსავალი ოქტომბერ-თებერვალში და მომდევნო - მაის-ივნისში. ყოველ ნაყოფში 20-50 მარცვალია. მარცვალი შეიძლება იყოს მრგვალი, ბრტყელი და ჰქონდეს ნაცრისფერი, ცისფერი ან ყავისფერი შეფერილობა. ზრდასრული ხე წელიწადში 2 კგ მარცვალს იძლევა. ახალდაკრეფილი კაკაოს მარცვლებს აქვს მომწარო გემო და ღია შეფერილობა. ასეთი სახით ის შოკოლადის დასამზადებლად უვარგისია. ახალდაკრეფილი კაკაოს მარცვალი შედგება 30% წყლისა და 30% კაკაოს ზეთისგან.
მოსავლის აღებისას კაკაოს პარკებს ხელით ხსნიან და თეთრ მარცვლებს ფრთხილად იღებენ. შემდეგ მარცვლებს ჰაერზე დებენ, ზემოდან ქაღალდს აფარებენ და რამდენიმე დღე ტოვებენ. შედეგად მარცვლები გაყავისფერდება. შემდეგ მზეზე გამოაშრობენ, ტომრებში ყრიან და სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნიან. დაახლოებით 100გ კაკაოსგან ამდენივე შოკოლადი მზადდება.

შოკოლადის ისტორია

მაიას ტომი კაკაოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. შოკოლადის, როგორც წმინდა სასმელს, რიტუალების დროს სვამდნენ, ხოლო ღმერთების პანთეონში კაკაოს ღმერთიც ყავდათ. როგორც ცნობილია, პირველად მაიას ტომმა გააშენა კაკაოს პლანტაციები. ისინი შოკოლადისგან სხვადასხვა სასმელს ამზადებდნენ, რომელშიც მიხაკს, წიწაკას ურევენ - შაქრის არსებობა მაშინ ინდიელებისთვის უცნობი იყო. მაიას ტომის ხალხი შოკოლადის სასმელს XOCOLATLL უწოდებდნენ, აცტეკები - Cacahuatl.
ეს სახელწოდებები 2 სიტყვისგან წარმოიშვა: choco ანუ xocol (ინდიელების ენაზე ქაფი) და alt (ინდიელების ენაზე წყალი) იმ დროს შოკოლადის სასმელის სახით მიირთმევდნენ.
აცტეკებიც მას სამოთხის ხედ მიიჩნევდნენ, მაის ტომის მსგავსად, კაკაოს მარცვლებს ფულს მაგივრად იყენებდნენ.