1763 წელს ლუდის მწარმოებლები იმდენად შეშფოთდნენ შოკოლადის მზარდი პოპულარობით, რომ სასწრაფოდ მისი წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. ცხელი შოკოლადი, სრულიად განსხვავებული გემოს მიუხედავად, დიდ კონკურენციას უწევდა ლუდს. შოკოლადის ფერის გასამძაფრებლად ინგლისელებმა გამომწვარი თიხაც კი გამოიყენეს. ამ სასმელის გემო იხვეწებოდა, რაც მის პოპულარობაზეც მოქმედებდა. ამასობაში ევროპაში მრეწველობა უფრო დაიხვეწა, რის შედეგადაც კაკაოს მარცვლებს ხელით აღარ ამუშავებდნენ. მას სპეციალური მანქანით ფქვავდნენ, დროც მეტი რჩებოდათ და გაცილებით მეტ შოკოლადის სასმელს აწარმოებდნენ.
1828 წელს შოკოლადის წარმოებში სერიოზული ცვლილებები მოხდა. ჰოლანდიელმა ქიმიკოსმა კონარდ ჰაუტენმა კაკოს ცხიმის მიღების წესი აღმოაჩინა. დაფქვილ კაოკოსა და ცხიმის ნახევარზე შაქრის დამატებით, შესაძლებელი გახდა მყარი შოკოლადის მიღებაც. მე-19 საუკუნის ბოლოს შვეიცარიელებმა კიდევ უფრო გააუმჯობესეს შოკოლადის გემო. კაკოს მუქი, ბლანტი მასის შემდგომი დამუშავებით ისეთი რბილი შოკოლადი მიიღეს, რომელიც პირში ჩადებისთანავე დნება. ბევრმა ჭკვიანმა ადამიანმა, რომელთა სახელბიც შოკოლადის კოლოფებიდანაც გვეცნობა - "ნესტლემ, ლინდიმ, პეტერმა და სხვებმა კიდევ უფრო დახვეწეს შოკოლადის წარმოება და მათი პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით იყიდება.
0 comments:
Отправить комментарий